მთავარი გვერდი
- სარჩევი
- პროექტები
- გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსები
- მოსწავლეების, მშობლების, კოლეგების გამოხმაურება
- სადამრიგებლო მუშაობა
- შეფასების სქემები
- დიაგნოსტიკური ტესტები
- ჩემი საქმიანობის ანალიზი
- სამოდელო გაკვეთილები
- ტრენინგების ამსახველი მასალა
- წლიური სასწავლო კურსის პროგრამა
- მოსწავლეთა მიღწევები და წარმატებები
- სამი წელი ერთად
суббота, 26 апреля 2014 г.
вторник, 18 марта 2014 г.
რა აძლიერებს მასწავლებელს? რა განასხვავებს საუკეთესოს დანარჩენისგან? ამ საკითხზე ბევრი აზრი არსებობს, თუმცა ეს "თავსატეხი" სათანადოდ ამოხსნილი დღემდე არ არის. ბევრი პასუხი ამ თემაზე ბუნდოვანია. გთავაზობთ რამდენიმე მახასიათებელს, რომელთაგანაც ნაწილი თქვენთვის ნაცნობი იქნება, მაგრამ ბევრს ვერასოდეს შეხვდებით შესრულებული საქმის შეფასების დოკუმენტში.
როგორები არიან კარგი მასწავლებლები: 1. არიან თავდაჯერებულნი სწავლების პროცესში თავდაჯერებულობა შეიძლება ბევრ რამეში გამოიხატებოდეს. მაგალითად: მასალის ცოდნაში, ან თქვენი სწავლების მეთოდების უბადლოობაში. რა თქმა უნდა, ამ ორი მიმართულებით თავდაჯერება მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე აუცილებელი სულ სხვა რამ არის და არც თუ ისე ადვილი ასახსნელია. ვგულისხმობ იმ თავდაჯერებას, როცა თქვენ ზუსტად იცით, რომ იქ ხართ სადაც ხართ და აკეთებთ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეთ, თუ მიუხედავად იმ მძიმე შრომისა, რასაც ამ საქმეში დებთ, ისაა, რაც თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც სარგებლის მომტანია. მოსწავლეები მასწავლებლის ამ დამოკიდებულებას გრძნობენ. სკოლაში მუშაობა რთული და სტრესულია, თუმცა შედეგები - სასიამოვნო. მაგრამ თუ ასწავლით და არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს თქვენი საქმეა... ესე იგი, არც არის. 2. გამოირჩევიან ცხოვრებისეული გამოცდილებით რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც სკოლისა და განათლების სფეროს ჩარჩოების მიღმა გამოცდილებას გულისხმობს, დაგეხმარებათ სასწავლო თემების გასაგებ კონტექსტში წარმოდგენასა და რეალობასთან დაკავშირებაში. მასწავლებლებს, რომელთაც უმოგზაურიათ, უმუშავიათ სხვა სფეროში, უთამაშიათ რომელიმე სპორტულ გუნდში და ზოგადად, საინტერესო გამოცდილებები მიუღიათ, არ შემოიფარგლებიან, მხოლოდ ერთი პროფესიით - პროფესია "მასწავლებლით". იქნება ეს პასუხი გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე, თუ პასუხი პატარა მოსწავლის კითხვაზე - თუ რაში დასჭირდება მათემატიკა. მასწავლებლებს, რომელთაც საკმარისი დრო და ენერგია აქვთ დახარჯული სხვა პროფესიულ საქმიანობაში, შეუძლიათ უკეთ და საფუძვლიანად დაინახონ, თუ რა როლი აკისრია სასკოლო განათლებას ცხოვრებისეულ ჭრილში. 3. ხედავენ და ესმით თითოეული მოსწავლის მოტივაცია ისევე, როგორც მოსწავლეების ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ასევე განსხვავებულია მათი მოტივატორებიც. უმეტესობა მათგანი შეძლებს საკლასო ოთახშივე გამოავლინოს საკუთარი ხედვა და ამბიციები. შესაბამისად, მოტივაციაც რეალობიდან გამომდიანრე ჩამოუყალიბდეს. სამწუხაროდ, ზოგი მოსწავლე მხოლოდ გარე მოტივატორებზე რეაგირებს, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ გვხვდება ისეთი მოსწავლეც, რომელიც საერთოდ ვერ აკავშირებს საკლასო ოთახში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ინტერესებთან. დიდია ალბათომა იმისა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ ჩაერთვებიან საერთო პროცესში. პროფესიონალმა მასწავლებელმა იცის, თუ როგორ მიუდგეს თითოეულ ასეთ მოსწავლეს და ის მასალა, რასაც სწავლის პროცესში გადიან, ამ მოსწავლეებისათვის გასაგებ კონტექსტში განიხილოს და დაანახოს კავშირი საგანსა და მათ ინტერესებს შორის. მასწავლებლები, რომელთაც არ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მოსწავლეების მიერ ამ კავშირის დანახვას, საერთოდ უნდა დაფიქრდნენ, რა აზრი აქვს იმ ბავშვებთან მუშაობას, რომელთაც არც ინტერესი აქვთ და ვერც აკავშირებენ გონებაში მიღებულ ინფორმაციას შესაბამის თემასთან. 4. არიან ჩვეულებრივი ადამიანები და არა გმირები დიახ, ყველა მასწავლებელი გმირია. ახლა დავივიწყოთ ეს ბანალური ფრაზა და ვცადოთ ამ კლიშეს მიღმა რეალური მნიშვნელობა განვმარტოთ. ზოგ მასწავლებელს ჯერ კიდებ უჭირს იმის ჩვენება, რომ რაღაც შეიძლება მასაც შეეშალოს. ასეთ პედაგოგებს დიდი ენერგიის ფასად დაუჯდებათ მოსწავლეებისათვის მათი იმედგაცრუების, წყენისა, და გაბრაზების დაფარვა. რატომ? იმიტომ, რომ რიგი მასწავლებლებისა ვერ ითავისუფლებს თავს ბარიერისაგან, რომ თქვას "წარმოდგენა არ მაქვს, რა არის პასუხი შენ კითხვაზე". სამაგიეროდ, მასწავლებლები, რომლებიც ბუნებრივად ახერხებენ მოსწავლეებთან დაკავშირებას, არ ეშინიათ ემოციების გამოხატვის და შეუძლიათ აღიარონ, რომ ცოცხალი ენციკლოპედიები არ არინ. რა თქმა უნდა, არავის უნდა, ზედმეტად საცოდავი იყოს, ან ემოციების კორიანტელი დააყენოს კლასში, მაგრამ რა არის იმაზე უკეთესი გზა ბავშვებს თანაგრძნობა ასწავლოთ, ვიდრე ის, რომ თავად იყოთ თანაგრძნობის ობიეტი, როცა ცუდი დღე გაქვთ? გუნდური მუშაობის წახალისებისათვის და იმისათვის, რომ ბავშვებს ასწავლოთ, რომ არაუშავს, როცა რაღაც არ ვიცით, საუკეთესო საშუალობაა უთხარათ: "არ ვიცი, მაგრამ რატომ არ გავარკვიოთ ერთად? 5. ერკვევიან ტექნიკაში მოდით, ამ თემაზე ძალიან ბევრს ნუ ვისაუბრებთ, რადგან უკვე საკმაოდ დაიხარჯა მელანი (და უკვე პიქსელიც) ამ საკითხის განხილვისას. რაც დრო გადის, იმის თქმა, რომ - "მაგრამ მე არ ვიცი _________ გამოყენება" (იგულისხმება ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა) ჟღერს, როგორც - "მაგრამ მე არ ვიცი ტელეფონის გამოყენება". ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს განცხადება მისაღებია, არის მხოლოდ შემდეგი გაგრძელებით: "...მაგრამ ძალიან მინდა ვისწავლო!" ბავშვებმა, რომ მსგავსი სუსტი არგუმენტი მოიშველიონ დავალების არშესრულების მიზეზად, მოგვეწონებოდა? დღევანდელ დღეს, გამოწვევებისაგან თავის არიდების მიზნით, თითოეული მსგავსი უსუსური კომენტარით დავკარგავთ ქულებს, როგორც პროფესიონალი. 6. აძლევენ სხვებს რისკის მაგალითს ჩვენ მოსწავლეებს ვურჩევთ, რომ იყვნენ რისკიანები. ყველას მოგვწონს, როცა გარისკვა შეგვიძლია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მასწავლებლების უმეტესობა რისკისგან შორსაა. ეს კონკრეტული პრინციპი წინა თემის გაგრძელებაა, როცა შეცდომის აღიარების თაობაზე ვსაუბრობდით. პედაგოგი, რომელსაც შეუძლია, გამოვიდეს სტატიკური ჩარჩოდან, სცადოს რამე ახალი და თუნდაც სხვების თვალში "გიჟად" წარმოჩინდეს, მაინც გარისკოს პროფესიის ხათრით, მოსწავლეების პატივისცემას მოიპოვებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რისკი წარმატებას მოიტანს, თუ არ გაამართლებს. მთავარია, რომ ბავშვებს დაამახსოვრდებათ და მიიღებენ გამოცდილებას, რომელზეც ისწავლიან. სწორედ ეს არ არის ჩვენი მიზანი? რაც არ უნდა იყოს, როცა იქნება მითქმა-მოთქმა დასრულდება. ცუდი PR არ არსებობს. 7. აკეთებენ აქცენტს მნიშვნელოვანზე იქნება ეს: დაგვიანებების აღრიცხვა, დავალებების შეგროვება, ქულების დათვლის მიზნით, თუ ბავშვების ჩიჩინი, რომ ისწავლონ - საკმარისი მიზეზებია იმისათვის, რომ მასწავლებელის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანიდან წვრილმანებზე გადავიდეს. ძლიერმა მასწავლებლებმა იციან, რომ ქრონიკული დაგვიანებების, ან სკოლის ხშირი გაცდენის უკან, უფრო ღრმა მიზეზია და არ კარგავენ დროს მათ "მოგვარებაზე", როცა რეალურად აზრიც არ აქვს. ამისათვის არსებობს სკოლის ადმინისტრაცია და სასწავლო ნაწილი. ამასთან, წარმატებულმა მასწავლებლებმა იციან, რომ კონკრეტული და ეფექტიანი დავალებით და მიზანმიმართული უკუკავშირით საკუთარ შრომასაც გაიმარტივებენ და ბავშვებსაც უფრო ჩართავენ აქტივობებში. ასევე, მასალის მოსწავლეების ინტერესებსა და გატაცებებზე მორგებით, სწავლის შედეგებს მაქსიმალურად გაზრდიან. ბევრი უმნიშველო დეტალია, რომელიც უაზროდ ხარჯავს მასწავლებლის დროს. ძლიერი პედაგოგები კი ყოველთვის ახერხებენ კონცენტრაციას მთავარზე. 8. ნაკლებად ღელავენ იმაზე, თუ რას იტყვის ადმინისტრაცია ეს ნაწილი ძალიან ბევრ ზემოაღნიშნულ თემას უკავშირდება. ძლიერი მასწავლებლები თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, რომ გონებას ნაკლებად იღლიან იმაზე ფიქრით, თუ რას იფიქრებს სასწავლო ნაწილი. ისინი რისკავენ. მათი კლასი შეიძლება ხმაურიანიც იყოს, მოუწესრიგებელიც, ან ორივე ერთად. მათ ქმედებებში შეიძლება მცირე დარღვევებიც იყოს (უმეტესად სასკოლო წესების), მაგრამ სამაგიეროდ მეტად დააინტერესებენ მოსწავლეებს და ჩართავენ სასწავლო პროცესში. მასწავლეების ამ კატეგორიამ იცის, რომ სწავლა არ არის აკურატული და წესრიგიანი პროცესი და წესების ზედმიწევნით ზუსტად დაცვით ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, სპონტანურობას და გატაცებებს რუტინით ჩაკლავენ. მუდამ იმაზე შიში, თუ რას იტყვის უფროსი, შეგზღუდავთ ყველა საქმეში და არც სწავლებაა გამონაკლისი. პირიქით, საუკეთესო მასწავლებლები მისდევენ დევიზს: "პატიება უფრო ადვილია, ვიდრე ნებართვის მიღება". წყარო: teachthought.com | |
четверг, 13 марта 2014 г.
გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე
გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე | |||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორი: ნანა ლომიძე | |||||||||||||||||||||||||||||||||
მიზნები
▪ მიდგომებისა და საჭიროებების გაზიარება კითხვის სწავლების კუთხით;
▪ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობის დაგეგმვა და გამოყენება სასწავლო პროცესში;
▪ კითხვის დიფერენცირებული სწავლება დიაგნოსტიკური და სხვა ტიპის შეფასების გამოყენებით;
▪ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე, დავაუფლოთ მოზარდი კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.
სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი - რა უნდა იცოდეს და რა შეეძლოს. სწორედ მიზანზეა დამოკიდებული გაკვეთილის მსვლელობა და სწავლების მეთოდებიც.
მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:
▪ დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში;
▪ შეესაბამება თუ არა მეთოდი აქტივობას;
▪ შეესაბამება თუ არა მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;
▪ ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები, გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამდენ მოსწავლესთან მეთოდის ეფექტიანად გამოყენება).
მიზნის დასახვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება.
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებას, შესაძლებლობებს, ინტერესებს, სწავლის სტილს. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის - ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. ოღონდ გვახსოვდეს: გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.
ვინაიდან ქვემოთ წარმოგიდგენთ გაკვეთილს, მიმართულს ტექსტის გააზრებისკენ, მანამდე ორიოდე სიტყვით შევეხები უშუალოდ კითხვის მნიშვნელობას.
კითხვის მიზანია:
▪ ლიტერატურული გამოცდილების მიღება
▪ ინფორმაციის მიღება და გამოყენება
▪ სიამოვნების განცდა.
წაკითხულის გააზრება გულისხმობს:
▪ უშუალო დასკვნების გამოტანას;
▪ ძირითადი საკითხის მიგნებას;
▪ აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე;
▪ ტექსტის ენის შეფასებას და მხატვრული ხერხების გააზრებას.
განასხვავებენ კითხვის სამ ფაზას:
▪ წაკითხვამდელს (გამოწვევა);
▪ კითხვას (ცოდნის კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება);
▪ წაკითხვის შემდგომს (გამთლიანება/რეფლექსია).
ახლა კი გთავაზობთ კონსტრუქტივისტულ და ინტერაქტიულ მიდგომაზე დაფუძნებულ გაკვეთილს, რომელიც კითხვისა და წერის სხვადასხვა უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. გაკვეთილზე გამოყენებულია სწავლების რამდენიმე ეფექტური მეთოდი:
▪ დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;
▪ ცნების რუკა;
▪ ტექსტის წაკითხვა მონიშვნებით (შნსკა);
▪ ვენის დიაგრამა.
გაკვეთილის თემაა საინფორმაციო ტექსტი ფუტკარზე მეექვსე კლასის როდონაიას სახელმძღვანელოდან.
გაკვეთილს სამფაზიანი სტრუქტურა აქვს: წაკითხვამდელი, კითხვისა, წაკითხვის შემდგომი. მასწავლებელი და მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული ფიქრის, ვარაუდების გამოთქმის, კითხვის, მსჯელობისა და ერთობლივი შემოქმედების პროცესში. ამ სამფაზიანი სტრუქტურის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ მას თითქმის ყველა მოსწავლე მიჰყავს წარმატებამდე, განურჩევლად მისი უნარებისა თუ კითხვის მოტივაციისა.
1-ელი ფაზა: წაკითხვამდე (აქტივობა 7-ის ჩათვლით)
▪ დაგროვილი გამოცდილების გააქტიურება;
▪ შესასწავლი საკითხის/თემის პრობლემის წარდგენა;
▪ კითხვის მოტივაციიის სტიმულირება;
▪ არსებული ცოდნის შეფასება;
▪ კითხვის სტრატეგიების მოდელირება;
▪ მოსწავლის წინარე ცოდნა-გამოცდილებასთან დაკავშირება.
ამ ფაზაში განხორციელებული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება გაკვეთილის იმ დეტალების უკეთ გააზრებაში, რომლებიც მათთვის უკვე ნაცნობია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ტექსტი. ეს ფაზა მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის ყურადღების კონცენტრირებაში, გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბებაში. წინა გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ მხატვრულ ტექსტს ფუტკარზე, იმსჯელეს მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებზე. მოსწავლეთა მიერ მათი წინარე ცოდნის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი აფასებს, საკმარისად კარგად ესმით თუ არა მოსწავლეებს განსახილველი საკითხის არსი. ეს ფაზა გულისხმობს აქტივობაში ყველა მოსწავლის ჩართვას. ცნების რუკა კარგი მეთოდია ინფორმაციის დასამახსოვრებლად, გასააზრებლად და დასახარისხებლად. კერძოდ, ყველაფერს, რაც აქამდე იცოდნენ ფუტკრის შესახებ, მოსწავლეები ცნების რუკაზე უყრიან თავს და გარკვეულ კატეგორიებად აჯგუფებენ.
მე-2 ფაზა: კითხვის დროს (აქტივობა მე-8, მე-10, მე-11)
▪ ახალი ცოდნის მისაღებად მართული პროცესის წარმართვა საკლასო გარემოში;
▪ მოსწავლეთა მიერ ახალი ცოდნის დაუფლების შეფასება;
▪ ბუნდოვანი შინაარსის ახსნა-განმარტება.
მეორე ფაზის მიზანია ახალი ცოდნის კონსტრუირება და მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრება. ამავე ფაზაში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს დამოუკიდებელი კითხვის სტრატეგიებს და დააფიქრებს იმაზე, რომ ეს სტრატეგიები ერთგვარი მზა პროცედურებია, რომელთა გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტექსტის კითხვისას. მოსწავლეებიც, სავარაუდოდ, საკუთრივ კითხვის პროცესში უკეთ ხვდებიან, რომელი სტრატეგია როდის და რისთვის გამოიყენონ. კითხვის სწავლების პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ სასურველია, მასწავლებელმა თვალსაჩინოდ აღწეროს და განმარტოს კითხვის პროცესში გამოყენებული სტრატეგიები. ჩემ მიერ მოყვანილიმეთოდი შნსკა (მონიშვნებით კითხვა შემდეგი ინსტრუქციით: წაიკითხეთ ტექსტი დამოუკიდებლად და გამოიყენეთ კითხვის პროცესში ეკრანზე ნაჩვენები ფიგურები; v-თ აღნიშნეთ ყველა ის წინადადება თუ აბზაცი, რომელშიც უკვე ნაცნობი ინფორმაციაა გადმოცემული; +-ით - ახალი, განსხვავებული ინფორმაცია; ?-ით -ბუნდოვანი ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებასა და ახსნას მოითხოვს) კარგია ტექსტის დასახარისხებლად, გასააზრებლად. აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ მოსწავლეები ტექსტთან, წავაკითხოთ მონიშნული ადგილები, დავახარისხებინოთ ნაცნობი, უცნობი, განსხვავებუ;ლი, ბუნდოვანი ინფორმაცია, დავაზუსტოთ უცხო სიტყვების მნიშვნელობა. მეორე ფაზა წინა პირობაა, მზადებაა მესამე ფაზის წარმატებით დასაძლევად, ვინაიდან მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებს მოუწევთ უკვე ნასწავლი მასალის გამოყენება ძირითად საკითხებთან მიმართებით, მსჯელობის შეჯამება, კითხვებზე პასუხის გაცემა თუ საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა. თუ ტექსტი არასწორად გაიგეს, მესამე ფაზა განუხორციელებელი დარჩება, ამიტომ საჭიროა კარგად მორგებული მეთოდის გამოყენება. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მონიშვნის შესაბამისად არკვევენ მათთვის ნაცნობ, უცნობ და ბუნდოვან ინფორმაციას და ცდილობენ, უკვე შესწავლილი ინფორმაციით განაახლონ მანამდე შექმნილი ცნების რუკა, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას (იხ. წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ტექსტი).
მე-3 ფაზა: წაკითხვის შემდეგ (აქტივობა მე-12, მე-13)
▪ ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება;
▪ ახალი ცოდნის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში;
▪ სწავლის პროცესისა და შედეგების შეფასება.
მესამე ფაზა საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისვის. წაკითხვის შემდგომი აქტივობები მოსწავლეს მატებს თავდაჯერებასა და ენთუზიაზმს, იგი მიიჩნევს, რომ შედეგი ღირებულია და თვალსაჩინო. ასე ჩნდება სწავლისადმი შინაგანი, დადებითი მოტივაცია. ამ ფაზაში აქტივობები საშუალებას იძლევა, ხელახლა წავიკითხოთ ან ხელახლა დავწეროთ. რაც უფრო მეტხანს წერს ან კითხულობს ადამიანი, მით უფრო დიდია გააზრების სიღრმე. ჩუმად კითხვა ინდივიდუალური პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს კითხვის პროცესში უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩართვას. ასეთი დავალება მოსწავლეთა შერჩევას გამორიცხავს ხუთსტრიქონიანი ლექსი კარგია გრამატიკული ნაწილის გასამეორებლად, თუმცა ამ გაკვეთილის მიზანი გრამატიკულ ნაწილს არ ეხება. მოსწავლეები იხსენებენ არსებით და ზედსართავ სახელებს, ზმნას და სინონიმებს.
მოცემულ გაკვეთილზე მნიშვნელოვანია ისტ ტექნოლოგიების სწორი და ეფექტური გამოყენება. მოტივაციის ასამაღლებლად და ინტერესის გასაზრდელად გამოყენებულია სლაიდი და ფილმი ფუტკარზე. მოსწავლისთვის ძნელი წარმოსადგენია ფუტკრის ცეკვა, ასევე ისიც, როგორ ასწავლის ერთი ფუტკარი მეორეს გზას ყვავილებისკენ. ვიზუალურმა ჩანართებმა კი ეს ყველაფერი ნათელი, სასიამოვნო და სახალისო გახადა. მოზარდებმა აღმოაჩინეს საინფორმაციო ტექსტის თავისებურებები და ვენის დიაგრამისსაშუალებით მხატვრული და საინფორმაციო ტექსტები ერთმანეთს შეადარეს. ეს მეთოდი, ვფიქრობ, მისაღები და ზუსტია შედარება-შეპირისპირებისას. დაფაზე შევსებული სქემა უფრო მკაფიოდ დაანახვებს მოსწავლეებს, რა აქვსსაერთო და რა -განმასხვავებელი ერთი და იმავეშინაარსის ორ ტექსტს, კერძოდ, საინფორმაციოსა და მხატვრულს. საერთო - ის, რომ ორივე ფუტკარზეა, ორივე პროზაულია, ორივეში ზუსტად არის აღწერილი ყოველი დეტალი, განმასხვავებელი კი ის, რომ საინფორმაციოში ვხვდებით მხოლოდ ინფორმაციას, დაცულია სტილი, გამოყენებულია საინფორმაციო ლექსიკა, მხატვრულში კი ეს ყველაფერი მხატვრული ხერხებით გადმოცემული.
ამრიგად, წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღვიქვათ და არა ერთჯერად ღონისძიებად. ვერ ვიტყვით: „დღეს ერთ კარგ გაკვეთილს ჩავატარებ და ჩემს მოსწავლეებს კითხვას ვასწავლი". ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინა პირობა სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა. მე, მოქმედ მასწავლებელს, ზემოთ დასახელებული მეთოდები და აქტივობები შესაფერისად მიმაჩნია გააზრებული კითხვის სწავლებისას.
ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდები თუ აქტივობები ავითარებს ბლუმის ტაქსონომიის თითქმის ყველა საფეხურს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ინტერაქტიული გაკვეთილის ელემენტები, ნაწ. I-II, 2006 წ.
2. ეროვნული სასწავლო გეგმა
3. სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2005 წ.
4. ია კუტალაძე (რედ.), ეფექტიანი სწავლება. გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის ლაბორატორია, 2010
გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი - ქართული
კლასი - VI
|
დაწყებითი სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში
|
კვალიფიციური საკლასო შეფასების ინდიკატორები
კვალიფიციური საკლასო შეფასების ინდიკატორები
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების
ხარისხის მართვა, რაც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და მის კონტროლს
გულისხმობს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განირჩევა საკლასო შეფასების ორი სახესხვაობა:
განმსაზღვრელი და განმავითარებელი. პირველი ფართოდ გამოიყენება სკოლაში, თუმცა კი
მისი ხარისხი დახვეწას საჭიროებს. რაც შეეხება განმავითარებელ შეფასებას, ის ნაკლებადაა
ცნობილი ჩვენი პედაგოგებისთვის და მისი არსი, სტრატეგიები თუ ტექნიკა სპეციალურ
განმარტებას მოითხოვს.
განმავითარებელი შეფასება არის უწყვეტად მიმდინარე პროცესი, რომლის მიზანია:
1. დაგროვდეს ფაქტები/მონაცემები მოსწავლეთა სწავლის შესახებ;
2. უზრუნველყოფილ იქნეს უკუკავშირი სწავლის შესახებ მოსწავლეებისა და
მასწავლებლებისთვის;
3. შეივსოს “ღიობები” მოსწავლის არსებულ კომპეტენციებსა და სასურველ/სამიზნე
კომპეტენციებს შორის.
განმავითარებელი შეფასება:
● ცხადად და უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული სწავლების მიზნებთან;
● დაკავშირებული უნდა იყოს სწავლებასთან;
● მოიცავდეს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს;
● განაპირობებდეს ცვლილებებს მოსწავლეთა განვითარების მიმართულებით.
განმავითარებელი შეფასება სამი სახისაა:
● მასწავლებლის მიერ ექსპრომტად შესრულებული;
● ინტერაქციისთვის დაგეგმილი;
● სწავლებასთან შერწყმული. 2
განმავითარებელი შეფასება შეიძლება დაკავშირებული იყოს:
● მოსწავლის ქცევაზე დაკვირვებასთან (მასწავლებელი აკვირდება, როგორ ასრულებს
მოსწავლე, მაგალითად, პრეზენტაციას ან კვლევას);
● წერითი დავალებების შესრულებასთან (მასწავლებელი აანალიზებს, მაგალითად,
მოსწავლის მომზადებულ საშინაო დავალებას ან პროექტს);
● დისკუსიასთან (კლასში მიმდინარეობს ერთმანეთისთვის კითხვების დასმა და მათზე
პასუხის გაცემა მსჯელობა-დასაბუთების თანხლებით, საკითხის განხილვა მცირე ჯგუფებში
ან მოსწავლეთა მინიკონფერენციები მასწავლებლის მონაწილეობით);
● ტესტირებასთან (მასწავლებელი ატარებს ქვიზს, სკრინინგულ/მიმოხილვით ან
დიაგნოსტიკურ ტესტირებას);
● მოსწავლეთა თვითშეფასებასთან.
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ამოიცნონ და შეავსონ ცოდნასა
და უნარ-ჩვევებში არსებული მათთვის უხილავი “ღიობები”, მასწავლებელმა კლასთან უნდა
შესრულოს აქტივობათა ციკლი, რომელიც მოიცავს:
1. სწავლის შესახებ ინფორმაციის შეკრებას მასწავლებლის მიერ შესრულებული შეფასებისა
და მოსწავლეთა თვითშეფასების გზით;
2. მონაცემთა ანალიზსა და განმარტებას;
3. მოსწავლეთა კომპეტენციებში არსებული “ღიობების” დადგენას;
4. სწავლების მიზნების დასახვას;
5. წარმატების კრიტერიუმების ჩამოყალიბებას;
6. მოსწავლეთა საჭიროებებისადმი სასწავლო აქტივობათა მისადაგებას ანუ სწავლების
დიფერენცირებას;
7. სკაფოლდინგს მოსწავლეთა განვითარების უახლოეს ზონაში.
ამ ციკლის დასრულების შედეგი იქნება გაურკვევლობათა აღმოფხვრის გზით მოსწავლეთა
ცოდნასა და უნარ-ჩვევებში არსებული “ღიობების” ამოვსება. ამასთანავე,
გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა “ღიობი” ექნება და მათი
შევსება მოსწავლეთა საჭიროებებს მისადაგებულ სასწავლო აქტივობათა საშუალებით უნდა
მოხდეს. ეს აქტივობები მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში უნდა იყოს
მოქცეული და მასწავლებელიც ამ ზონის ფარგლებში უნდა აწარმოებდეს სკაფოლდინგს
მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც,
რომ სწავლის ინტენსივობისა და შედეგიანობის მაქსიმალურად გაზრდისთვის მოსწავლის 3
ინდივიდუალურ ზრდას უფრო უნდა გამახვილდეს ყურადღება, ვიდრე სხვებთან მის
შედარებაზე.
ამ ციკლის შესასრულებლად მასწავლებელი კარგად უნდა ფლობდეს სასწავლო შინაარსს,
დასახული მიზნისკენ სვლის სასწავლო ტრაექტორიებს, მოსწავლეთა მიერ მოცემული
საკითხის ცოდნის ნიმუშებს (როგორც სრულყოფილს, ასევე ხარვეზებიანს, მაგალითად,
მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით), მოცემული საკითხის
სწავლისთვის საჭირო წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრის ხერხებს. გარდა
ამისა, შეფასებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გამო მასწავლებელმა უნდა იცოდეს
მოსწავლის მეტაკოგნიციის (თვითრეგულირების, თვითშეფასების, მოტივაციის) შესახებ
არსებული თეორია და პრაქტიკა. ამასთანავე, მისი პედაგოგიური ცოდნა უნდა მოიცავდეს
ამა თუ იმ სასწავლო შინაარსის სწავლების მრავალ განსხვავებულ მოდელს,
დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს, მოსწავლეთათვის მეტაკოგნიტური
სტრატეგიების სწავლების მოდელებს.
მოსწავლეთა შეფასებისას მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ იგი უნდა დაეყრდნოს
მხოლოდ ვალიდური და სანდო შეფასების მონაცემებს, შეეძლოს ასეთი მონაცემების
განმარტება მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე, სწავლების მისადაგება კლასში მოსწავლეთა
მზაობის ერთნაირი დონის მიხედვით შექმნილი ჰომოგენური ჯგუფების საჭიროებებისადმი
მაინც (თუ ინდივიდუალური საჭიროებებისადმი არა), მათი განვითარების უახლოესი
ზონის განსაზღვრა და ამ ზონაში სკაფოლდინგი.
მასწავლებელს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მრწამსი, რომ განმავითარებელი შეფასება
ფასეულია, იგი მნიშვნელოვან და ქმედით ინფორმაციას იძლევა მოსწავლეთა სწავლის
შესახებ, განუყოფელია სწავლებისგან, მოსწავლეები მისი პარტნიორები არიან
განმავითარებელ შეფასებასა და სწავლებაში.
საზოგადოდ, კვალიფიციური საკლასო შეფასება, რომელიც მოიცავს ზუსტი ინფორმაციის
შეკრებას და ამ ინფორმაციისა და შეფასების პროცედურების ეფექტიან გამოყენებას,
შემდეგი ინდიკატორებით ხასიათდება:
1. რატომ უნდა შეფასდეს?
შეფასების პროცედურები და
შედეგები გამოიყენება ცხადი
და ადეკვატური
მიზნებისთვის.
◊ მასწავლებელმა იცის, ვინ და რისთვის იყენებს საკლასო
შეფასებით მოძიებულ ინფორმაციას და როგორია მათი
საჭიროებანი შეფასებასთან დაკავშირებით.
◊ მასწავლებელი აცნობიერებს მიმართებას შეფასებასა და
მოსწავლეთა მოტივაციას შორის და ისე ასრულებს
შეფასებას, რომ მოტივაცია გაზარდოს.
◊ მასწავლებელი მოსწავლეებთან მიმართავს
განმავითარებელ შეფასებას (შეფასებას სწავლისთვის).
◊ მასწავლებელი მოსწავლეებთან მიმართავს განმსაზღვრელ
შეფასებას (სწავლის შედეგების შეფასებას).
◊ მასწავლებელს აქვს გონივრული გეგმა, დროდადრო
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების
ინტეგრირება მოახდინოს. 4
2. რა უნდა შეფასდეს?
შეფასება ასახავს მოსწავლეთა
სწავლის ცხად და
მნიშვნელოვან მიზნებს.
◊ მასწავლებელი გააზრებული აქვს სხვადასხვა სასწავლო
მიზანი, რომლებსაც წარუდგენს მოსწავლეებს.
◊ მასწავლებელი შეარჩევს იმ სასწავლო მიზნებს, რომლებიც
ფოკუსირებულია ყველაზე მნიშვნელოვან კომპეტენციებზე,
რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები.
◊ მასწავლებელს აქვს გონივრული გეგმა, დროდადრო
გადასინჯოს და ცვალოს სასწავლო მიზნები.
3. როგორ უნდა შეფასდეს?
სასწავლო მიზნების
საფუძველზე შექმნილია
ისეთი შეფასება
(ინსტრუმენტი და
პროცედურა), რომელიც
ზუსტ შედეგებს
უზრუნველყოფს.
◊ მასწავლებელი იცნობს შეფასების სხვადასხვა მეთოდს.
◊ მასწავლებელს შეუძლია იმ მეთოდის შერჩევა, რომელიც
შეესაბამება სასწავლო მიზანს.
◊ მასწავლებელს შეუძლია მიზნის შესაფერისი შეფასების
დიზაინი.
◊ მასწავლებელს შეუძლია, ერთმანეთს შეურწყას სწავლა და
შეფასება.
◊ მასწავლებელი მარჯვედ სვამს შეფასებისთვის საჭირო
კითხვებს.
◊ მასწავლებელს შეუძლია თავი არიდოს მიკერძოების
წყაროებს, რომლებიც ხარვეზიანს ხდის შედეგებს.
4. როგორ უნდა მოხდეს
განხილვა?
შეფასების შედეგები
ორგანიზებულია და
წარმოდგენილია
ეფექტურად.
◊ მასწავლებელი ზუსტად აღრიცხავს შეფასების შედეგებს,
კონფიდენციალურად ინახავს მათ და შესაფერისად
წარმოადგენს დაჯამებული სახით (ნიშნების ჩათვლით). ეს
შეჯამება ზუსტად ასახავს მოსწავლეთა სწავლის არსებულ
დონეს.
◊ მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს საუკეთესო ფორმა
შედეგების წარმოდგენისთვის (ნიშნები, აღწერილობითი
უკუკავშირი, პორტფოლიო, კონფერენცია) ყოველ
კონტექსტში (სასწავლო მიზნებისა და დაინტერებული
მხარეების გარკვეული ერთობლიობა).
◊ მასწავლებელი სწორად განმარტავს და იყენებს
სტანდარტიზებული ტესტის შედეგებს.
◊ მასწავლებელი ეფექტურად განიხილავს შეფასების
შედეგებს მოსწავლეებთან.
◊ მასწავლებელი ეფექტურად განიხილავს შეფასების
შედეგებს სხვადასხვა აუდიტორიასთან (მშობლების,
კოლეგებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩათვლით).
5. როგორ უნდა ჩაერთონ
შეფასებაში მოსწავლეები?
მოსწავლეები მონაწილეობენ
საკუთარი სწავლის
შეფასებაში.
◊ მასწავლებელი მკაფიოდ უყალიბებს მოსწავლეებს
სასწავლო მიზნებს.
◊ მასწავლებელი რთავს მოსწავლეებს შეფასებაში,
პროგრესისთვის თვალყურის დევნებაში და საკუთარი
თავისთვის მიზნების დასახვაში.
◊ მასწავლებელი რთავს მოსწავლეებს საკუთარი სწავლის
განხილვაში.
5
ნათელია, რომ როგორც ყველა სხვა ინოვაციური პრაქტიკა, უწყვეტი და სისტემური
საკლასო (განსაკუთრებით კი განმავითარებელი) შეფასების წარმატებული პრაქტიკის
დანერგვაც სკოლის თანამშრომლების მნიშვნელოვან და მიზანმიმართულ ძალისხმევას
მოითხოვს. მათ წინ უნდა უძღვოდეთ საგანმანათლებლო ლიდერი - ეს შეიძლება იყოს
სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, რომელიმე კათედრის
გამგე, სკოლის მენტორი-მასწავლებელი ან თუნდაც მოწვეული ექსპერტი. ქვემოთ
მოყვანილია კითხვარი ამგვარი საგანმანათლებლო ლიდერის კომპეტენციების
შეფასებისთვის.
საგანმანათლებლო ლიდერის საშემფასებლო კომპეტენციები
1. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეთა შეფასების სტანდარტები და
ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სტანდარტების დაკმაყოფილება ყველა სახის შეფასებაში.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
2. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს განმავითარებელი შეფასების პრინციპები
და ცდილობს მათ პრაქტიკაში დანერგვას.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
3. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეებთან შეთანხმებული სასწავლო
მიზნების საჭიროება და ამ მიზნების კავშირი ზუსტი შეფასების ჩამოყალიბებასთან.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
4. საგანმანათლებლო ლიდერმა იცის და შეუძლია შეაფასოს მასწავლებლის საშემფასებლო
კომპეტენციები, დაეხმაროს მასწავლებლებს, ზუსტად შეაფასონ მოსწავლეები და
ნაყოფიერად გამოიყენონ შეფასების შედეგები.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
5. საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია დაგეგმოს, წარმოადგინოს ან მასწავლებლებისთვის
შეინარჩუნოს პროფესიული განვითარების აქტივობები, რომლებიც წაადგება შეფასების
წარმატებული პრაქტიკის დანერგვას.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
6. საგანმანათლებლო ლიდერი ღრმად აანალიზებს შეფასების შედეგებს, იყენებს მიღებულ
ინფორმაციას სასწავლო გეგმისა და სწავლების გასაუმჯობესებლად და ეხმარება
მასწავლებლებს ანალოგიურ საქმიანობაში.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
7. საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია, წარმატებით განახორციელოს შეფასება და
დანერგოს შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკა. 6
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
8. საგანმანათლებლო ლიდერი ქმნის მოსწავლეთა მიღწევების შესახებ ინფორმაციის
მიზანშეწონილი გამოყენებისა და წარმოდგენის აუცილებელ პირობებს, შეუძლია,
ეფექტურად განიხილოს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრთან მოსწავლეთა შეფასების
შედეგები და მათი კავშირი სასწავლო გეგმისა და სწავლების გაუმჯობესებასთან.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
9. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს წარმატებული და დაბალანსებული
შეფასების სისტემის კომპონენტები და მახასიათებლები.
დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი
10. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეთა შეფასების შედეგების
არაეთიკური და შეუფერებელი გამოყენების საკითხები და იცავს მოსწავლეებსა და
თანამშრომლებს ამგვარი მცდარი გამოყენებისგან.

სასწავლო პროცესის ძირითადი პრიორიტეტები დაწყებით კლასებში
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)