პროექტები


მცირე–პროექტი:  ,,სივრცული ფიგურები''

კლასი: მეხუთე


მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემის გადასაჭრელად ინფორმაციის მოძიება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, საქმიანობების ორგანიზება, განივითარონ მოდელების დამზადების, დაკვირვების, შედარების უნარ–ჩვევები, აგრეთვე  ჯგუფური მუშაობისა და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები, შექმნან თვალსაჩინოებები.

საგნობრივი სტანდარტები:  მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა მათ.V.7. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:    ამზადებს მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის შლილს; მოცემული შლილის მიხედვით ამზადებს მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურას

   21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები:    კომუნიკაცია და თანამშრომლობა:სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

პროექტის გეგმა და განხორციელების გზები: შევთანხმდით,რომ  პროექტის მიმდინარეობისათვის საკმარისი იქნებოდა ერთი კვირა,  კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად, თითოეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა ორი სახეობის სივრცული ფიგურის დამზადება, ამისათვის საჭირო იქნებოდა მოსახერხებელი შლილების  მოძიება სახელმძღვანელოში ან ინტერნეტ სივრცეში, მასალების (ფორმატები, წებო, ფერადი ფურცლები)  შეძენა მოხდებოდა მშობელთა შემოწირულობებიდან.

მონიტორინგი: მონიტორინგი ერთი კვირის განმავლობაში გაკვეთილების შემდეგ ყოველდღიურად ხორციელდებოდა, ეძლეოდათ ზეპირი მითითებები, რჩევები და რეკომენდაციები, რადგან ზოგიერთი ფიგურის შლილის დამზადება ცოტა გაუჭირდათ.

  შედეგები:  

შეფასება/თვითშეფასება:

ჯგუფებში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა შეძლეს მუშაობის პროცესში პასუხისმგებლობების გაზიარება,  იყვნენ მოტივირებულები  და მუშაობას გაკვეთილების შემდეგაც სისტემატურად განაგრძობდნენ,  ზოგიერთს არ გამოსდიოდა ზუსტი მუშაობა,მაგრამ  ცდილობდნენ უფრო დაკვირვებით ემუშავათ, იყვნენ ძალიან ხალისიანები, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, შეძლეს თეორიული ცოდნის (სხვადასხვა ფიგურების ამოცნობა, წიბოების, წახნაგების, წვეროების რაოდენობების) უკეთ დამახსოვრება და მისი პრაქტიკაში გამოყენება–შექმნეს შესანიშნავი თვალსაჩინოებები.

მოსწავლეთა თვითშეფასება:



































ვიქტორინა



მიზანი:  შეძენილი ცოდნის ხარისხის შემოწმება;

              ცოდნის დემონსტრირების, საპრეზენტაციო უნარების განვითარება;

                სტრატეგიული  აზროვნებისა და შემოქმედებითობის გააქტიურება;

                ქცევის ფორმებისა და ჯგუფში მუშაობის ჩვევების გამომუშავება;

                 მოტივაციის ამაღლების მიზნით სწავლებაში სახალისო ფორმების დამკვიდრება. 


                                    ლიცეუმი  ,,პრომეთე''  

                                           V    კლასი



ჯგუფებს სახელები ერთობლივი 

გადაწყვეტილებით შეურჩიეს


მუშაობაში ყველა დიდი 

შემართებით ჩაება 



,,დაუმარცხებლები''






,,შევარდნები''






,,ვუნდერკინდები''


















           

      




1)            e                    0 წერტილიდან გავლებულია 5 სხივი
  

          
                              d                        რამდენი კუთხე მიიღებაჩამოთვალეთ
       
                                                             
         0                                  
 C                       ისინი.                                               (1 ქულა)                          
                      
         
                                            
 b
                   
     
                                       
 a             
   2)    
მარიამმა პირველ დღეს გაყიდა დამზადებული ჩურჩხელების ნახევარი და კიდევ სამი ჩურჩხელამეორე დღეს– დარჩენილი ჩურჩხელების ნახევარი და კიდევ სამი ჩურჩხელამესამე დღეს  – დარჩენილი ჩურჩხელების ნახევარიდა კიდევ სამი ჩურჩხელაამის შემდეგ კიდევ დარჩა გასაყიდი 4 ჩურჩხელასულ რამდენი ჩურჩხელა დაამზადამარიამმა?
             
გამოიყენეთ ამოხსნის ,,უკუსვლის ხერხი’’                                                            (5 ქულა)

3)        
იპოვეთ პირველი შვიდი ნატურალური რიცხვის ჯამი.  წარმოადგინეთ რიცხვი 100 ცხრა სხვადასხვაციფრითრომელთა შორისაც მოქმედებების ნიშნებია დასმულიდასაშვებია ფრჩხილებისგამოყენებაც.                                                                                  (1ქულა)
4)       სასწორის ერთ თეფშზე 6 ერთნაირი ბურთი და 50–გრამიანი საწონი დევსმეორეზე – ისეთივე ბურთი და 100–გრამიანი და 200–გრამიანი თითოთითო საწონისასწორი წონასწორობაშიარას იწონის ერთი ბურთი?

5)      
მუხლუხო პირველი საათის განმავლობაში ადის ხის ტოტზე  10–სმ_ითშემდეგი საათის განმავლობაში ძირსეშვება  4–სმ_ით.  მესამე საათის განმავლობაში ადის   10–სმ_ითშემდეგი საათის განმავლობაში  ეშვება  4–სმ_ითასე აგრძელებს მოძრაობასრამდენი სანტიმეტრით არის ასული იგი 11 საათის შემდეგ?

6)       
დაბადების დღეზე ერთდროულად სამი მეგობარი მოვიდაკოტევატო  სანდროცნობილიარომ თითოეულისგვარი არის კობახიძევასაძე ან ვაშაძეცნობილიარომ ვატოს მამა ჟურნალისტიავატო მეექვსე კლასელიავასაძემეხუთე კლასელიაკობახიძის მამა ბანკირიარა გვარისაა თითოეული ბიჭითუ კოტე არ არის ვასაძე?

კოტე
ვატო
სანდრო
კობახიძე



ვასაძე



ვაშაძე




7)         4 ბიჭი თევზაობდამაგან არცერთს არ დაუჭერია 2 თევზზე მეტიოთხივემ ერთად 7 თევზი დაიჭირაარისთუ არა მათ შორისისეთირომელმაც ვერცერთი თეზის დაჭერა ვერ შეძლო

8)        ჩანთაში 15 ცალი საღეჭი რეზინია – 9 ცალი  ,,დიროლის’’ და 6 ცალი  ,,ორბიტის’’ ფირმისვატომ ჩანთაშიჩაუხედავად ამოიღო 8 რეზინი.
             
იქნება თუ არა ამოღებულთა შორის ერთი მაინც ,,ორბიტის’’ ფირმის საღეჭი რეზინი?
             
იქნება თუ არა ამოღებულთა შორის ,,დიროლის’’ საღეჭი რეზინი? –თუ იქნებარამდენი შეიძლება იყოს?
             
)  რა არის უმცირესი ოდენობა საღეჭი რეზინებისარომელთა ამოღებისას მათ შორის ერთი მაინც,,დიროლის’’ საღეჭი რეზინი აღმოჩნდება?
9)          ყოველი დღეღამის განმავლობაში ანის ისრებიანი საათი 3 წუთით წინ მიდისრამდენი დღეღამის შემდეგუჩვენებს ეს საათი სწორ დროსასეთივე ამოცანა განიხილეთ ციფრული ელექტროსაათის შემთხვევაში.
10)        ანიმ შეძლო ამ მართკუთხედის დაყოფა  კვადრატებისაგან შედგენილ ისეთ ოთხ ფიგურადრომ  მათშიმოხვედრილი ციფრების ჯამები ტოლი აღმოჩნდაიქნებ თქვენც შეძლოთ!
                                                           
                  
                                                                      
7
2
4
3
6
3
1
3
1
2
1
2
7
5
6
4
5
1
2
3



                                                                                                     გისურვებთ წარმატებებს!


           

               

 გამარჯვებული გუნდი   ,,შევარდნები''

                   მე–5 მეოთხე კლასის მოსწავლეები: (მწვანე ფერით გამარჯვებული გუნდი)
                                                            
                                                                      
ადეიშვილი ლუკა                                       
                                                                       
ბერიშვილი ნია
                                                                       
გელაშვილი დავითი
                                                                       
გველესიანი გიორგი
                                                                       
ელოშვილი მარიამი
                                                                       
ივანიაძე ლუკა
                                                                      კვაშილავა თიკა
                                                                      
კვარაცხელია ეკატერინე
                                                                      კურცხალია ლუკა
                                                                      
მაჭარაშვილი აკაკი
                                                                      
მარგველაშვილი გურამი
                                                                      
მამულაშვილი ლუკა
                                                                      
ტიღინაშვილი ნიკა
                                                                      
ქარცივაძე ანა
                                                                      
კახაძე დათა

          პედაგოგი :  ირმა ბაკურაძე                     2013–2014 სასწ..


Комментариев нет:

Отправить комментарий