სამოდელო გაკვეთილები


გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი__მათემატიკა
კლასი__V

1.    სახელი და გვარი
ირმა ბაკურაძე
2.    თემის სახელწოდება
გამყოფი, ჯერადი

3.    3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები


1) შეძლოს: ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჯერადებისა და გამყოფებისპოვნა;
2)
გაიწაფოს ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების გამყოფებისა და ჯერადების პოვნაში:

წინაპირობა: მოსწავლეებმა იციან გამრავლების ცხრილი და ფლობენ ზეპირი გამრავლება-გაყოფის ხერხებს
 

4.    სწავლის შედეგები
ესგ-ით გათვალისწინებული მისაღები შედეგი: მათ. V.1. მოსწავლე იყენებს ახალ რიცხვით სახელებს, პოზიციურ სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას

ინდიკატორი: მათ. V.1.4. პოულობს მოცემული ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჯერადებსა და გამყოფებს

5.    მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
1.      1. აქტივობა: საორგანიზაციო ნაწილი: მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა 
2.          წთ

2.
აქტივობა: საშინაო დავალების შესრულების ფრონტალური შემოწმება; მოსწავლეთა პრობლემური ამოცანების განხილვა მოსწავლეთ მონაწილეობით
    (10წთ)
აღწერა: ვიზუალურად მოწმდება მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალების შესრულების მოცულობა. შეკითხვებით ირკვევა მოსწავლეთა უმრავლესობას რომელი სავარჯიშოს შესრულება გაუჭირდა და მათი განხილვის პროცესში მოწმდება მოსწავლეთა მიერ წინა გაკვეთილზე ათვისებული მასალის ცოდნის შემოწმება (გაყოფა დიდ რიცხვებზე). გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულები გროვდება მასწავლებლის მიერ, განიხილება დაწვრილებით, საჭიროებისამებრ უკეთდება  კომენტარები და ფასდება.

3.
აქტივობა   სიტუაციური  ამოცანა  (3 წთ)
   მიზანი: მოსწავლეების განწყობა დაგეგმილ თემაზე სამუშაოდ. კერძოდ, გავახსენოთ, რომ ორი ობიექტი ერთმანეთის მიმართ შეიძლება სხვადასხვა როლში გამოდიოდეს და ამ როლის შესაბამისად  ერქვას სხვადასხვა სახელი
  ამოცანა: ერთ ოჯახში უცხო კაცი სტუმრად მოხვდა. მასპინძელი მას საკადრისად გაუმასპინძლდა. ვახშმობისას სტუმარმა კედელზე კაცის სურათს მიაქცია ყურადღება და იკითხა თუ ვინ იყო იგი. მასპინძელმა ასე უპასუხა: "ეს კაცი მამაჩემის მამის ერთადერთი შვილიაო". სტუმარი დაიბნა.

  ვთხოვთ, ბავშვებს დაეხმარონ სტუმარს და გაარკვიონ მართლაც ვინ იყო სურათზე გამოსახული. დისკუსიის პროცესში მოსწავლეები აუცილებლად ისაუბრებენ მამისა და შვილის ურთიერთმიმართებაზე, ბაბუასა და შვილიშვილზე, იმაზე, თუ რას წარმოადგენს ერთი მეორისთვის.

4.
აქტივობა  აქტიური მინილექცია
 (15წთ)
    მოსწავლეებს ეცნობათ გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების სქემა. გაკვეთილის თემა იწერება დაფაზეც და რჩება იქ გაკვეთილის ბოლომდე.
მოსწავლეებს პროექტორით ვუჩვნებთ გამოსახულებას გაყოფაზე 12:3=4 და ვთხოვთ ამ გამოსახულების კომპონენტების (შემავალი რიცხვების) დასახელებას.
     სასურველი პასუხია - გასაყოფი, გამყოფი და განაყოფი. გამოთქვან მოსაზრება იმის თაობზე, თუ რატომ უწოდეს მათ ასეთი სახელები. (გასაყოფია იმიტომ, რომ იგი უნდა გაიყოს; გამოყოფია, რადგან ის ყოფს და განაყოფი, რადგან ის გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვია).
  
    მოსწავლეთა პასუხებში გაიჟღერა ერთმა ტერმინმა, რომელიც გაკვეთილის თემაშიც იყო და ამაზე გავამახვილებთ მოსწავლეთა ყურადღებას და ვთხოვთ, მათ დააზუსტონ და დააფიქსირონ, რომ 3 12-ისთვის არის გამყოფი. ვუსვამთ შეკითხვას, ხომ არ არის მათთვის ცნობილი კიდევ რომელი რიცხვებისთვის არის 3 გამყოფი? დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ მოსავლეები ასეთ რიცხვებს დაასახელებენ. მოსწავლეთა მიერ დასახელებული გამყოფები მათი წარმოთქმის მიხედვით დავწეროთ დაფაზე, ხოლო შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვოთ მათი დალაგება ზრდის მიხედვით, აღმოაჩინონ რამე კანონზომიერება. ამისათვის მივცეთ დრო 2 წუთი. მოვისმინოთ და მივაწეროთ მათ მიერ დანახული კანონზომიერები დაფაზე (უკლებლივ ყველა) და მათივე დახმარებით შევამოწმოთ თითოეულის მართებულობა.
   მათ შორის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილისთვის–– ყოველი მომდევნო რიცხვი მიიღება წინაზე 3-ის დამატებით, ან მეტია წინაზე 3-ით და მეორე–– თითოეული რიცხვის მიღება შესაძლებელია სამის გამრავლებით რამე ნატურალურ რიცხვზე
   ვთხოვთ მოსწავლეებს დააკვირდნენ გაკვეთილის თემის მეორე ტერმინს და დაარქვან სახელი პირველ მიმდევრობაში მოცემულ რიცხვებს, რას წარმოადგენენ ისინი სამისთვის. მოსწავლეები აფიქსირებენ, რომ პირველი მიმდევრობის წევრები 3-ის ჯერადი რიცხვებია. შევაჯამოთ: თუ ერთი რიცხვი მეორეზე იყოფა, მაშინ პირველისთვის მეორე გამყოფია, ხოლო მეორისთვის პირველი ჯერადი. ანუ გასაყოფი და ჯერადი ერთი და იგივეა.
  (2წთ)  თემის გავრცობის მიზნით, დროის გათვალისწინებით, დავსვათ შეკითხვა:  შეიძლება თუ არა დავწეროთ 3–ის ყველა ჯერადი რიცხვი? მოსწავლეები მივიყვანოთ დასკვნამდე, რომ ჯერადების დასახელება უსასრულოდ გრძელდება და გამყოფების რაოდენობის დასახელება კი შესაძლებელია.
 (2წთ) პოექტორით ვაჩვენებთ გამოცანას ,,ჯადოსნურ რიცხვზე’’: მე ვარ 2–ის ჯერადი, 10–სა და 20–ს შორის ვმდებარეობ, ჩემი ორი ციფრის ჯამია 7. პასუხი ბარათებზე უნდა დაწერონ და მაღლა აწევით აჩვენონ.
5.აქტივობა   დამოუკიდებელი მუშაობა (7–8 წთ)
 
  მოსწავლეებს ვყოფთ ორ ჯგუფად მერხებზე მათი განლაგების მიხედვით, ურიგდებათ ბარათები, რომლებზეც დაწერილია 15-20 რიცხვი შემდეგი დავალებით: პირველებმა ამოწერეთ მოცემული რიცხვებიდან ოთხის ჯერადი რიცხვები, ხოლო მეორეებმა 36-ის გამყოფები
   ამ დროის ამოწურვის შემდეგ წყვილები უცვლიან ერთამანეს რვეულებს და ამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. ნამუშევრების გასწორების შემდეგ ქვეშ უნდა მიაწერონ თუ ვინ შეამოწმა სავარჯიშოს შესრულება. წყვილებში დასაშვებია მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლამასწავლებელი ამ დროს აკვირდება მოსწავლეების მუშაობს და საჭირო შემთხვევაში ეხმარება მათ დავალების სწორად შესრულებაში. იგი მოსწავლეთა ნამუშევრებს ნახულობს გაკვეთილის შემდეგ და შედეგს იყენებს შეფასებისთვის. მოსწავლეებს მიღებული შეფასებები კომენტარებით მიეწოდებათ იმავე დღის ბოლომდე ან მეორე დღეს (იგულისხმება, რომ მოსწავლეებს აქვთ ორი საშინაო დავალების რვეული).


6.    შეფასება
  ( 5წთ)  მოსწავლეებს ვთხოვთ გაიხსენონ და გააჟღერონ თუ რა ისწავლეს და რა გააკეთეს მათ დღეს. სასურველია ნაბიჯ-ნაბიჯ გავიხსენოთ ყველა აქტივობა. ისაუბრონ იმაზე, თუ რას დაიმახსოვრებენ ისინი დღევანდელი გაკვეთილიდან და კიდევ ერთხელ გააკეთონ დასკვნა რა განსხვავებაა ჯერადსა და გამყოფს შორის, როგორ ამოვიცნოთ ისინი. ვთხოვოთ, დაასახელონ რამდენიმე რიცხვის გამყოფი და ჯერადი და მოვთხოვოთ პასუხების დასაბუთება. შეაფასონ საკუთარი მონაწილეობა გაკვეთილის პროცესში, რომელი აქტივობა უფრო საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.

 მასწავლებელი თავის მხრივ აჯამებს გაკვეთილს კომენტარებით აფასებს მოსწავლეებს, რომლებიც გამოირჩნენ კარგი აქტიურობით და ამცნობს მოსწავლეებს, რომ ნიშნებით მათი შეფასება მოხდება მათი ნამუშევრების შემოწმების შემდეგ.
საშინაო დავალება: მათემატიკის სახელმძღვანელო, გვერდი54–55 სავალდებულო მინიმუმი: №1, 2, 3, 6, 10, 11 (შეფასება 7 ქულამდე) ,   №1, 2, 3, 6, 7, 8,  10, 11 (შეფასება 8–9ქულამდე),   №1, 2, 3, 6, 7, 8, 9, 10, 11



10. რესურსები

მოსწავლის სახელმძღვანელო - მათემატიკა V კლასი, მოსწავლის წიგნი ი. რუხაძე
პროექტორი, დაფა, ცარცი, დასარიგებელი ბარათები ორი ვარიანტით
ტექნიკა და რესურსები - შესასრულებელი აქტივობის გათვალისწინებით მიუთითეთ, რა სახის ტექნიკა და დამხმარე რესურსები გჭირდებათ გაკვეთილზე (მაგ. კომპიუტერების რაოდენობა, პროექტორი და ა.შ.)

ინფორმაციის წყარო (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
მიანიშნეთ წყაროები და ელექტრონული რესურსები, რომლებიც გამოიყენეთ გაკვეთილის მომზადების, მსვლელობის დროს (მაგ. წიგნები, ალბომები, ვებ-გვერდები..).


        შეფასების სქემა ჩართულობისთვის
კრიტერიუმები
1-4
5-7
8-10
დისკუსიაში მონაწილეობა
არ მონაწილეობს დისკუსიაში ან ვერ ახერხებს საკუათრი აზრების გასაგებად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, ვერ ფლობს ან ცუდად ფლობს ტერმინოლოგიას
აქტიურობს, გამოთქვამს მოსაზრებებს, მაგრამ ყოველთვის ვერ ასაბუთებს მათ, ზოგჯერ ვერ იცავს დისკუსიის წესებს, კარგად ვერ ფლობს მათემატიკურ ენას
ყოველთვის მონაწილებოს დისკუსიაში, აზრებს გამოთქვამს მკაფიოდ, გასაგებად და უმეტეს შემთხვევაში დასაბუთებულად, პატივს სცემს სხვის აზრს, ფლობს ტერმინოლოგიას
წყვილებში მუშაობა
ვერ ან არ მუშაობს მეწყვილესთან, ცუდად თანამშრომლობს, უჭირს მისი აზრის გაზიარება
უმეტესწილად თანამშრომლობს მეწყვილესთან და ახერხებს მისთვის საკუთარი შეხედულების ახსნა-დასაბუთებას; ეხმარება, მაგრამ ხანდახან ვერ იცავს ტაქტს
ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. საჭიროებისას ტაქტიანად ეხმარება მეწყვილეს
ცოდნა და უნარები
უმეტეს შემთხვევაში უჭირს მასალის ღრმა წვდომა, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დავალებას ვერ ასრულებს ბოლომდე
უმეტესად წვდება თემის არსს, მაგრამ ყოველთვის ვერ განაზოგადებს მას, ზოგჯერ ვერ იყენებს პრაქტიკაში, ხანდახან ვერ ახერხებს საბოლოო შედეგამდე მისვლას
ყოველთვის გააზრებული აქვს თემის არსი და ნიუანსები, წარმატებით  ახდენს მის ტრანსფორმაციას სხვადასხვა შემთხვევებისთვი და ყოველთვის მიდის სასურველ შედეგამდე


                    შეფასების სქემა საშინაო დავალებისთვის
კრიტერიუმი
1-4
5-7
8-10
ამოცანის ფორმალიზება
ამოცანის პირობა მთლიანად ან ნაწილობრივაა გადმოწერილი, ჩანაწერები არაა მოწესრიგებული
ამოცანის პირობა ჩაწერილია მოკლედ, მაგრამ საჭიროების შემთხვევვაში აღნიშვნები არაა გამოყენებული. ამოხსნა ჩაწერილია გასაგებად, მაგრამ არა მათემატიკური ენით; პასუხი არაა დაფიქსირებული
ამოცანის პირობა ჩაწერილია მოკლედ, აღნიშვნები გამოყენებულია მართებულად და რაციონალურად. ჩანაწერები გაკეთებულია მათემატიკურ ენაზე, ლოგიკურ თანმიმდევრობით. პასუხი ცალსახად დაფიქსირებულია
ამოცანის ამოხსნის გზის შერჩევა
ამოცანის ამოხსნის გზა მთლიანად ან ნაწილობრივ არასწორია, ან გაუგებარია
ამოცანის ამოხსნის გზა სწორია, მაგრამ არაა რაციონალური, ან არაა განხილული ყველა შემთხვევა
ამოცანის ამოხსნის გზა რაციონალურადაა ნაპოვნი და დასაბუთებული
მათემატიკური ოპერაციების ფლობა
გამოთვლების შესრულების თანმიმდევრობა დარღვეულია და ხშირად არასწორადაა შესრულებული
გამოთვლები შესრულების თანმიმდევრობა უმრავლეს შემთხვევაში სწორია, მაგრამ გამოთვლები ხანდახან შეიცავს შეცდომებს, ზოგჯერ ბოლომდე არაა მიყვანილი
გამოთვლების შესრულების თანმიმდევრობა ყოველთვის დაცულია და ჩატარებულია სწორად უმეტეს შემთხვევაში, იშვიათად არაა ბოლომდე მიყვანილი


Комментариев нет:

Отправить комментарий